
პირველი, რაც ალბათ ყველას მოუვა თავში, ფაილის გადაცემა, დღესდღეობით პრაქტიკულად ყველა კომპიუტერზე არსებული მესენჯერის საშუალებით. აზრი მით უმეტეს რაციონალურია, რომ დღევანდელ მესენჯერებს აქვთ ასეთი დიდი ფაილების გადაგზავნის მხარდაჭერა: იგივე Miranda IM-ს - 4 გბ-ზე მეტის, ხოლო Skype-ს თუ დავუჯერებთ, ოფიციალურ საიტზე განთავსებულ ინფორმაციას შეზღუდვა ფაილების ზომაზე საერთოდ არ გააჩნია. მარტივი ექსპერიმენტის მეშვეობით დასტურდება, რომ ამგვარ ამოცანებში საუკეთესოდ თავს ზუსტად Skype აჩვენებს, რომელსაც სხვათა შორის შეუძლია ასევე მიზეზთა გამო შეწყვეტილი გადაგზავნის პროცედურის გაგრძელება, რაც არც ისე იშვიათად ხდება საჭირო დიდი ფაილების გადაცემის დროს. და რაც უფრო დიდი ფაილია, მით უფრო ხშირად.
გამოცდილი მომხმარებლები უდავოდ გაუწევენ რეკომენდაციას ფაილგამცვლელ სერვისებს, რომლებიც უხვადაა მიმოფანტული ინტერნეტის სივრცეებზე. მათ შორის ბევრი კომერციულია, ბევრი ნაწილობრივ კომერციული, ზოგი კი სრულიად უფასო. და მათ შორის ბევრი ქართულიცაა. ავიღოთ თუნდაც: share.ge, bin.ge ან link.ge. მაგრამ მათ მიერ მხარდაჭერილი ფაილის ზომა საკმაოდ მცირეა. გიგაბაიტ ნახევრიანი არქივი ნამდვილად არ ჩაეტევა. საზღვარგარეთული სერვისებიდან ყველაზე ცნობილია: Rapidshare, Megaupload, და Depositfiles. მაგრამ კომერციული ბუნების გარდა, ისინი მუდმივად განაგრძობენ მომხმარებლების გაღიზიანებას მრავალრიცხვოვანი სარეკლამო ბანერებით, ფასიანი აპგრეიდის უპირატესობების ამსახველი მყვირალა შეტყობინებებით და გაუთავებელი წამზომებით.
მათ შორის მოულოდნელად დამამშვიდებლად გამოიყურება სერვისი http://narod.yandex.ru/, რომელიც არა მარტო იძლევა 5 გბ-მდე ზომის ფაილის ატვირთვის საშუალებას, იცავს მას პაროლით და ამოწმებს Dr. Web ანტივირუსით, არამედ ასევე უზრუნველყოფს ფაილის შენახვის ვადის გაგრძელებას უსასრულობამდე, რა თქმა უნდა, თუ ფაილი პოპულარულია და სამ თვეში ერთხელ მაინც მას ვინმე ჩამოტვირთავს. დიდი ფაილების გადაგზავნის მესამე საშუალებას სთავაზობენ სპეციალიზირებული ვებ-სერვისები, რომლებიც დროებით უზრუნველყოფენ გამოყოფილ არხს გადამცემ და მიმღებ კომპიუტერებს შორის, პირდაპირ ბრაუზერის ფანჯარაში. ასეთი სერვისიც საკმაოდ ბევრია. აღვნიშნავთ მხოლო ორს - PypeBytes (http://pipebytes.com/) და iSendr (http://isendr.com/). მოქმედების პრინციპი მარტივზე მარტივია. შევდივართ ხსენებულ საიტზე, ვუთითებთ გადასაგზავნ ობიექტს, ვღებულობთ ხელზე უნიკალურ ბმულს, რომელსაც იგივე მესენჯერის მეშვეობით ვაწვდით მიმღებ მხარეს და ველოდებით უბრალოდ სანამ ისინი გაააქტიურებენ ჩამოტვირთვის პროცესს. არანაირი რეგისტრაცია ამისათვის საჭირო არ არის. სახსენებელია, რომ iSendr-ს შეუძლია ერთდროულად მიაწოდოს ფაილი რამდენიმე მიმღებს (ხუთამდე) და დაიცვას მონაცემები AES 128 შიფრაციის საშუალებით (!) ცხოვრება როგორც ყოველთვის მშვენიერია Opera-ას მომხმარებლების სამყაროში. მათ მძიმე ფაილების გადაგზავნა შეუძლიათ უშუალოდ ბრაუზერში ჩაშენებული Opera Unite ტექნოლოგიის გამოყენებით. ამისათვის თავდაპირველად საჭირო არის ამ სისტემაში გაწევრიანება. ბრაუზერის ქვედა მარცხენა კუთხეში არსებობს შესაბამისი პიქტოგრამა. სამომხმარებლო ჩანაწერის შექმნის შემდეგ, საკმარისია File Sharing სერვისის გაშვება და გასაზიარებელი დირექტორიის მითითება. სულ ეს არის. სხვადასხვაგვარ ფაილგამცვლელ საშუალებებზე საუბრის დროს, არ შეიძლება არ ვახსენოთ ტექნოლოგია BitTorrent, რომლითაც ასე თუ ისე ალბათ ყველანი ვსარგებლობთ. საქმე იმაშია, რომ ტორენტ-კლიენტების უმტესობას თავისუფლად შეუძლია მუშაობა ტრეკერის (ანუ სპეციალური მაკოორდინირებელი სერვერის) გარეშე, ანუ სავსებით შესაძლებელია მათი გამოყენება ფაილების უშუალო გადაცემისათვის, საკმარისია რომელიმე ერთ კომპიუტერს გააჩნდეს გამოყოფილი IP მისამართი. დეტალური სახელმძღვანელო ამის თაობაზე მოიპოვება შემდეგ მისამართზე: http://www.simplehelp.net/2010/10/10/how-to-send-and-share-files-using-utorrent/. და ბოლოს, HTTP ან FTP სერვერის უზრუნველყოფა საკუთარ სამუშაო სადგურზე. სინამდვილეში გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე ჟღერს. HTTP სერვერის მოსაწყობად შეგიძლიათ, მაგალითად, გამოიყენოთ უტილიტა HFS (http://www.rejetto.com/hfs/), ის იწონის სულ რაღაც 560 კბ-ს და არ საჭიროებს ინსატალაციას. FTP-ს ორგანიზაციას შეძლებენ Golden FTP Server (http://www.goldenftpserver.com/) ან FileZilla Server (http://filezilla-project.org/). სამივე უტილიტა ძალზე მარტივი და უფასოა.