Wednesday, June 1, 2011

საქართველოში LTE ქსელის სასწავლო ლაბორატორია შეიქმნება

საქართველოში LTE ქსელის სასწავლო ლაბორატორია შეიქმნება.

საქართველოში LTE ქსელის სასწავლო ლაბორატორია შეიქმნება. პროექტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად სატელეკომუნიკაციო კომპანია Huawei განახორციელებს.
როგორც კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტში აცხადებენ, სასწავლო ლაბორატორია ტექნიკური უნივერსიტეტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტის ბაზაზე შეიქმნება და სტუდენტებს მეოთხე თაობის სისტემასთან მუშაობის საშუალებას მისცემს.
კავშირგაბმულობის ფაკულტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ შექმნან სპეციალური აპლიკაციები და სხვადასხვა კვლევითი სამუშაოები აწარმოონ.

No comments:

Post a Comment