BMW-ს ახალი სისტემა ქვეითებს ამოიცნობს?!

კომპანია BMW-მ დინამიკური წერტილოვანი განათების სისტემა დააანონსა, რომელიც ხსენებულ “სითბოვიზორს” იყენებს სიბნელეში ქვეითების ან ცხოველების ამოსაცნობად;
გერმანული ავტომწარმოებლის პრეს-სამსახუის ცნობით, ახალი სისტემა ხელმისაწვდომია ფუნქცია BMW ConnectedDrive -ის პაკეტში და წარმოადგენს ღამის ხედვის ინფრაწითელ კამერას, რომელიც ავტომობილის წინა სივრცის სკანირებას ახდენს .
ობიექტიბში მოხვედრილი ადამიანები სპეციალურ ეკრანზე ნათელი ლაქების სახით გამოისახებიან. ამასთან, შუქფარებში ჩამონტაჟებული წერტილოვანი ელემენტი ამოცნობილი ობიექტისკენ სინათლის ნაკადს მიმართავს;
BMW-ში აღნიშნეს, რომ მძღოლის ინფორმირების 2 საშუალების შეხამება მნიშვნელოვნად გაზრდის ღამით მოძრაობისას უსაფრთხოების დონეს; სპეციალური ექსპერიმენტების დროს, ჩვეულებრივი ფარებიანი მანქანის მძღოლი სიბნელეში, მუქ ტანისამოსიან ქვეითს მხოლოდ 29 მეტრის დისტანციაზე ამჩნევდა (მაშინ როცა, 80კმ.სთ-ით მოძრაობისას, სამუხრუჭე მანძილი 63 მეტრამდეა). ამავე დროს, ღამით ხედვის ახალი სისტემა 97 მეტრის დისტანციაზე იძლევა ქვეითის ან ცხოველის ამოცნობის საშუალებას;

No comments:
Post a Comment