რალი “თბილისი-გორი” – ქალთა ავტოსპორტის ფედერაციამ 2011 წლის სეზონი გახსნა…


საქართველოს ქალთა ავტოსპორტის ფედერაციამ სეზონი სამოყვარულო რალით გახსნა, მარშრუტით თბილისი-გორი. შეჯიბრმა, რომელიც იაპონელ ხალხს ეძღვნებოდა, სტარტი თბილისში, იაპონიის საელჩოს ტერიტორიიდან აიღო.
როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა, ანუკა ნაკაშიძემ განგვიმარტა, მარშრუტი – თბილისი-გორი სიმბოლურია. 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს საქართველოს ერთ-ერთმა პირველმა, იაპონიამ გამოუწოდა დახმარების ხელი; ქალთა ავტოსპორტის ფედერაციამ კი ამ შეჯიბრით იაპონიის მიწისძვრით დაზარალებული ხალხის მიმართ თანადგომა გამოხატა; რალის მეორე ეტაპი იყო სლალომი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.
შედეგები ასეთია – მესამე ადგილი მაკო დედანაშვილმა მოიპოვა, მეორე ადგილზე სოფო ჯანელიძე გავიდა, პირველ ადგილს სოფო ხოჯავა დაეუფლა.
ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ დასასვენებელი კომპლექსი “ანდამატი”, პირველი ქალთა ფონდი საქართველოში და ჟურნალი “Autobild”. სპონსორი – კომპანია “ლუკოილი”, რომლის საწვავითაც დაჯილდოვდნენ გამარჯვებულები.
სამომავლოდ, ქალთა ავტოსპორტის ფედერაცია კალენდარულ შეჯიბრებებს გამართავს და წლის ბოლოს გამარჯვებულ ქალბატონსაც გამოავლენს.
აი რას აკეთებენ უსაქმური ქალები :)
ReplyDelete