Wednesday, May 18, 2011

ა რ მ ა ზ ი
2011 წლის ICT ჯგუფისთვის 12 მაისი, ყველაზე დასამახსოვრებელი და საინტერესო დღე იყო, მართალია ამ კურსის სხვა სალექცო საათებიც არ იყო ინტერესს მოკლებული, მაგრამ ამ დღეს ყველანი მაინც განსაკუთრებით ველოდით.

12 მაისის დილა.. გაღვიძება ყველას გაგვიჭირდა მაგრამ მზანი დიდია ასე რომ ძილი არ ღირს... წვიმა, უამრავი ტალახი და დანიშნულ დროს მაინც ყველა დიდუბის მეტროსთან ვართ.. რამდენიმე ბავშვი პროდუქტების საყიდლად წავედით, იმ პროდუქტების, რომელთა სია მანამდე უამრავჯელ შეიცვალა. საბოლოოდ რაღაცეების ყიდვა მაინც მოვახერხეთ და მთავარ გზასაც დავადექით. პირველი მცხეთაში მოხვედრა იყო, ეს სამარშუტო ტაქსით და მანქანაში ჯდომა ნამდვილად არავის გასჭირვებია, გაჭირვება მერე დაიწყო როცა არმაზის მამათა მონასტრისაკენ მიმავალ ტალახიან გზას დავადექით. ამ შემთხვევაში გოგოები გენდერულ თანასწორობაზე სულაც აღარ ლაპარაკობდნენ (ნეტა რატო?).

პირველი დავალება მცხეთის გზაგზე გვქონდა,ჩვენი სახელები დაგვეწერა გამოსაჩენ ადგილზე, შემდეგ მას მოჰყვა კიდევ უფრო საინტერესო დავალებები: არმაზისაკენ გზის გაკვლევა, ბატონი პავლეს დახმარების გარეშე, ერთმანეთის დაბადების დღეების გაგება და წყვილებად დაყოფა, მეწყვილესთან ერთად განსხვავებული ფოთლების შეგროვება, ამ შემთხვევაში მე და ჩემმა მეწყვილემ ვერაფრით გამოვიჩინეთ თავი J, ცოტა დავისვენეთ და ახალი დავალება, ერთმანეთზე უცნაური ამბის გაგება, აქაც ერთადერთი ჯგუფი ვიყავით ვისაც არაფერი გაუგია ერთმანეთზე, სამწუხაროდ. სამაგიეროდ ჩემი მეწყვილე და რა თქმა უნდა მეც მშვენივრად ვუმკლავდებოდით ტალახს და ფოთლების გვირგვინიც კი გავაკეთეეთ, თეოს მართლაც მოუხდა.

შემდეგ იყო მამათა მონასტერი, ცოტა შესვენება და უფრო ძნელი გზა. გზაში უამრავი გასართობი გვქონდა ერთმანეთის წარუმატებელი ნაბიჯების სახით, პირდაპირი გაგებით. ასე სიცილით მივადექით ადგილს სადაც უნდა დავპურებულიყავით, დილიდან ამ წუთს ველოდი J. ცოტა დავლიეთ, როგორც წინასწარ იყო დაგეგმილი 2–3 ჭიქა,არც მეტი არც ნაკლები და დაიწყო თამაშების სერია. თამაშები ერთი შეხედვით ძალიან სასაცილო იყო და ერთი შეხედვით ძალიან ბავშვური, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. ყველა თამაში რთული იყო და სერიოზულ დაფიქრებას ითხოვდა, ხოდა ჩვენც დავფიქრდით და გადავლახეთ ყველა დაბრკოლება, თუმცა უნდა ავღნიშნო რომ ბევრ თამაშს გამოვაკლდი, შორიდან ყურებითაც ძალიან ბევრი ვიხალისე :) .

საღამოს უკან მომავალ გზასაც დავადექით, ამოსვლა თუ გაუჭირდათ გოგოებს, ახლა მარტო ტალახიანი გზა კი არა მცხეთამდეც დიდი მონდონებით იარეს ფეხით. მცხეთიდან თბილისში დაბრუნებაზე ცოტა პრობლემები შეგვექმნა თუმცა გუნდს როგორც შეეფერებოდა ისე გადავიტანეთ და მალე ისევ დიდუბეში ვიყავით. დავემშვიდობეთ ერთმანეთს და დადებითი ემოციით დატვირთულნი წავედით სახლებში. :)


No comments:

Post a Comment