Wednesday, June 1, 2011

Android, რომელიც თავდაპირველად შეიქმნა სმარტფონებისათვის, ნელ-ნელა იმორჩილებს სრულიად განსხვავებულ მოწყობილობებსაც. ასე მაგალითად, Acer თვლის, რომ ის კარგად იგრძნობს თავს ნეთბუქში. დღეს ჩვენ განვიხილავთ Aser Aspire One Happy, რომელსაც მოყვება ერთდროულად Windows 7 და Android 2.1. ტექნიკური მახასიათებლები: პროცესორი - Intel Atom N450, 1.66 Ghz; ოპერატიული სისტემა - 1 გბ, DDR2; ვინჩესტერი - 250 გბ; ეკრანი - 10.1", 1024x600; ინტერფეისები - 3xUSB 2.0, VGA (D-Sub), Ethernet, Audio in/out; უმავთულო ინტერფეისები - Wi-Fi (IEEE 802.11 b/g); აკუმულატორი - 4240 mAh, 6 სექცია, 8 სთ. გაბარიტები - 258.5 x 185 x 24 მმ. წონა - 1.25 კგ. ნეთბუქის კომპლექტში არ შედის არავითარი სასიამოვნო ბონუსები, გარდა თავად Happy-სა, დამტენისა, დოკუმენტაციისა და კოპაქტ-დისკისა, რომლის არსებობა კომპლექტში მით უმეტეს საეჭვოა, რომ მოწყობილობას არ გააჩნია დისკსაკრავი. ნეთბუქის გარეგნობა გარკვეულ წილად შეესაბამება მის სახელწოდებას - ის ასხივებს ბედნიერებას და ყველანაირ პოზიტივს. ყოველ შემთხვევაში ცდილობს.
კორპუსის ძირითადად დამზადებულია თეთრი პლასტიკისაგან, ფერადია მხოლოდ სახურავი. ასარჩევად ხელმისაწვდომია რამდენიმე ფერის ვარიანტი: ვარდისფერი, სალათისფერი, იისფერი და ცისფერი. ყველა მათგანს შეგვიძლია თამამად მივამატოთ “მჟავე”. Acer Aspire One Happy-ში გამოიყენება დღესდღეობით პოპულარული Apple-ის სტილის კლავიატურა, გამოცალკევებული, რბილი ღილაკებით. მარცხენა Ctrl განთავსებულია ტრადიციულ ადგილზე. ზედმეტად შემჭიდროვებული და შემცირებულია კურსორის ღილაკები, მაგრამ ამ შეცდომის გამოსწორებას კომპანიის დიზაინერები არ ჩქარობენ, აგერ უკვე 2 წელია და სავარაუდოდ არც გამოასწორებენ. კორპუსის მარცხენა მხარეზე მდებარეობს კვების კონექტორი, ვიდეო გამოსასვლელი D-Sub და 2 USB-პორტი. მარჯვენა მხარეზე - კიდევ ერთი USB პორტი, Ethernet-ი, კარდ-რიდერი, აუდიო კონექტორები და Kensington-ის ბოქლომი. წინა და უკანა მხარეები ცარიელია. მოსახერხებელია რომ სახურავი იხსნება 170◦–ით. მაშასადამე, როგორც ვთქვით, Acer Happy-ზე დაყენებულია ერთდროულად ორი ოპერაციული სისტემა. თავდაპირველად იტვირთება Android-ი.
მაშასადამე, როგორც ვთქვით, Acer Happy-ზე დაყენებულია ერთდროულად ორი ოპერაციული სისტემა. თავდაპირველად იტვირთება Android-ი. შემდეგ თუ მომხმარებელმა არ გამოიჩინა აქტიურობა,დაიწყება Windows-ის ჩატვირთვა. Android-ი ნეთბუქში გამარტივებულია მაქსიმალურად და ამავდროულად მშვენივრად ასრულებს საკუთარ ამოცანას. სისტემაში წარმოდგენილია მხოლოდ სტანდარტული პროგრამები, პლატფორმის შესაძლებლობები შეზღუდულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის კარგად ჯდება გამოყენების კონტექსტში. ანუ თუ ამ სტატიის სათაურში თქვენი ყურადღება მიიპყრო ზუსტად სიტყვა Android-მა და თქვენ დაფიქრდით სისტემის შესაძლებლობებზე და მისი პროგრამული უზრუნველყოფის სიმდიდრეებზე, ჯობია აქვე გაჩერდეთ და მოძებნოთ რამე სხვა, უფრო შესაფერისი. ჯერ ერთი, Happy-იზე არ აყენია Android Market-ი, და საეჭვოა, რომ მოხერხდეს მასზე იმ მცირერიცხვოვანი პროგრამების გაშვება, რომლებიც დევს ინტერნეტში apk-პაკეტების სახით.
Android-ი ითვალისწინებს ოთხი ძირითადი აპარატული ღილაკის არსებობას: “უკან”, “შინ”, “მენიუ” და “ძებნა”, რომლების გარეშეც მოწყობილობის მართვა შეუძლებელია. Acer-ის დიზაინერებმა გადაწყვიტეს შეეთავსებინათ ისინი უკვე არსებულებთან. ადგილი ვერ იპოვა მხოლოდ ღილაკმა “ძებნა”, დანარჩენები კი შეუთავსდნენ შესაბამისად: “Esc”-ს, “Win Key”-ს და “Menu”-ს. ცოტა უსიამოვნოდ გაგვაკვირვა Android პროგრამების სისწრაფემ. რა თქმა უნდა, მძიმე პროგრამების გაშვება მაინც ვერ მოხერხდება, მაგრამ ბრაუზერიც კი (Mozilla) მოძრაობდა გაცილებით უფრო ნელა, ვიდრე მისი Windows ვარიანტი. სრულფასოვანი ოპერაციული სისტემის სახით Happy-ზე აყენია Windows 7 Starter Edition, სხვადასხვაგვარი სოფტის დამატებით - უმეტესად უსარგებლო. მაგრამ ეს უკვე ტრადიციად იქცა, ყველა ტიპის და ფირმის ნოუთბუქებში. ერთადერთი, რაც შეიძლება გამოგადგეთ მთელი ამ გროვიდან, გახლავთ Microsoft Office Starter 2010 - ცნობილი საოფისე პაკეტის უფასო ვერსია, რომელიც თავს რეკლამის ჩვენებით ირჩენს.

No comments:

Post a Comment